ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის დამახასიათებელი დაავადებები (მიხეილ ცაგარელის მიხედვით)

8 июля 2012 г. med Просмотров: 1452 RSS Обсудить
სიახლეები

ასტროლოგია – როგორც ოკულტური საიდუმლო მეცნიერება – უძველესი დროიდან არის ცნობილი, უკვე 40 საუკუნეს ითვლის... მისი მეშვეობით კაცობრიობა სწავლობს პლანეტებისა და ვარსკვლავების ვიბრაციებს და მათ გეო-მაგნიტურ ზემოქმედებას ბიოლოგიურ ორგანიზმებზე. ასტროლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხრაა ასტრო-მედიცინა, რომლის პრინციპებიც ასევე, მრავალი ათასი წლის წინ შეიქმნა. სამედიცინო ასტროლოგია წარმოადგენს მეცნიერებას, რომელიც შეისწავლსი მზის, მთვარის, მზის სისტემის პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების, ვარსკვლავებისა და კოსმიური გამოსხივების ზემოქმედებას ადამიანზე...

უძველესი დროიდან იქნა შემჩნეული, რომ ერთი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ მთვარის ერთსა და იმავე ფაზაში, აქვთ ერთნაირი დაავადებებისადმი მიდრეკილება. მაგალითად, ვერძთა უმრავლესობისთვის, რომლებიც დაიბადნენ სავსემთვარეობისას, დამახასიათებელია შაკიკი და თირკმლის პრობლემები. ხოლო კუროთა უმრავლესობა, ასევე დაბადებული სავსემთვარეობისას, უფრო ხშირად ავადდება ყელისა და შარდსასქესო სისტემის ინფექციით...

ვერძი

21.03-20.04

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების კლასიკური დაავადებები დაკავშირებულია თავის არესთან. მათთვის დამახასიათებელია შაკიკი, ნევრალგია, ნევრული სტრესები, უძილობა, ჰიპერტონია, გააჩნიათ შედარებით სუსტი კბილები და ძვლოვანი სისტემა. ამიტომ, შეიმჩნევა მიდრეკილება მოტეხილობისა და დამწვრობისაკენ. დაავადებები როგორც წესი, ხანმოკლეა, თუმცა ძლიერი ციებ-ცხელებით აღინიშნება.

კურო

21.04-20.07

ხშირია ყელ-ყურ ცხვირთან, ენდოკრინულ სისტემასთან და ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადებები, ასევე ჰაიმორიტი, და ზედა სასუნთქი გზების სისტემის დაავადებები, კუნთების დაჭიმვა... უსისტემო კვების შედეგად, მათ უჩნდებათ გარკვეული სირთულეები წონასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, ზღუდავს გულის სწორ ფუნქციონირებას.

ტყუპები

21.05- 21.06

დამახასიათებელია ფილტვებთან დაკავშირებული დაავადებები. ბრონქიტი, ასთმა, სხვადასხვა სახის ნერვული დეპრესია, ენის ბორძიკი, ხელების სხვადასხვა დაადება, უძილობა, თავის ტკივილი... ისინი მძაფრად რეაგირებენ სისხლის დაავადებებზე. ხშირია სეფსისის შემთხვევებიც, მათ დიდხანს არ უხორცდებათ ჭრილობები.

კირჩხიბი

22.06-22.07

ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია უპირველესად, კუჭთან დაკავშირებული დაავადებები, სხვადასხვა სახის შეშუპება, ფსიქოსომატური დარღვევები. მაგალითად, ფილტვების დაავადებისას, ხშირად შეიმჩნევა მანიისა და აგზნებადობის ფსიქო-სომატური სინდრომი. ღვიძლის დაავადებისას -ხშირად უჩნდებათ აზრები თვითმკვლელობაზე... ახასიათებთ აზრის აკვიატება, რის გამოც ძალუძთ გაიჩინონ დაავადება, გადამეტებული ფანტაზიის, შიშისა და არასტრაბილური ფსიქიკის მეოხებით.

ლომი

23.07-22.08

დამახასიათებელია გულისა და მკერდის არესთან დაკავშირებული დაავადებები, სტენოკარდია, ინფაქტები აორტის ანევრიზმა. სისხლძარღვოვანი დაავადებები, ჰიპერტონია, ხშირია ხერხემალთან დაკავშირებული ტრამვები და დაავადებები.

ქალწული

23.08-22.09

დამახასიათებელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დაავადებები. ჩირქოვანი აპენდიციტი, პერიტონიტი. მუცლის ღრუსთვის დამახასიათებელი სხვა დაავადებები. წარმატება პროფესიულ საქმიანობაში პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია მათი დაავადებების წარმოქმნასთან. რასაც ხელს უწყობს მეტად ლაბირული ფსიქიკა.

სასწორი

23.09-22.10

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების დაავადებები დაკავშირებულია თირკმელებთან და შარდ-სასქესო სისტემასთან. ხშირია რადიკულიტი, ურემია, ნეფრიტი, აგრეთვე ნერვულ სტრესებთან და ფსიქიკასთან დაკავშირებული სხვა და სხვა დაავადებები.

მორიელი

23.10-22.11

დამახასიათებელ დაავადებებს წარმოადგენს: ბუასილი, სწორი ნაწლავის დაავადებები, გინეკოლოგიური და შარდ-სასქესო სისტემასთან დაკავშირეული ინფექციური დაავადებები. ხშირია ენდოკრინული სისტემისა და საკვების ასიმილაციის დარღვევა.

მშვილდოსანი

23.11-22.11

ხშირად ავადმყოფობენ ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორი ფუნქციონირებით გამოწვეული დაავადებებით. ხშირია მყესების გაწყვეტით გამოწვეული ტრამვები, ძვლის მოტეხიილობა, რევმატიზმი, რადიკულიტი, ღვიძლის ფუნქციის მოშლასთან დაკავშირებული დაავადებები და შინაგანი სისხლდენები.

თხის რქა

22.12-19.01

მათ წუხებთ ძვლოვან სისტემასთან და ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები. ოსტეოქონდროზი, მარილთა დაგროვება და ნივთიერებათა ცვლის დაღვევა. სახსრების ანთება, სისუსტის შეგრძნება სიარულისას, კანის დაავადებები.

მერწყული

20.01-18.02

ამ ნიშნის ადამიანისათვის დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტრომბოფლებიტი, ართრიტი, სისხლის დაავადებები თვალებთან დაკავშირებული დაავადებები, ტვინისა და გონების ზედმეტი, ინტენსიური მოქმედებისა და გადაღლის გამო, ესაჭიროებათ ხშირი ძილი

თევზები

19.02-20.03

მათთვის დამახასიათებელია ღვიძლის ფუნქციის მოშლა, ანემია წამლების მიმართ გადამეტებული მგრძნობელობა, კანსი ავადმყოფობა ეგზემა, ფსორიაზი, ასევე, ფეხებთან დაკავშირებული სხვა დასხვა დაავადება.

მსგავსი სტატიები
სიბერის საწინააღმდეგო საკვები
სიბერის საწინააღმდეგო საკვები
სიბერეს ვერავინ გაექცევა, მაგრამ ექსპერტებს ...
მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნები
მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და ...
მაგნიტური ქარიშხალი და ადამიანის ორგანიზმი
მაგნიტური ქარიშხალი და ადამიანის ორგანიზმი
მაგნიტური ქარიშხლები სტრესს იწვევს. თუ ასეთი ...
დატოვეთ კომენტარები!

grin LOL cheese smile wink smirk rolleyes confused surprised big surprise tongue laugh tongue rolleye tongue wink raspberry blank stare long face ohh grrr gulp oh oh downer red face sick shut eye hmmm mad angry zipper kiss shock cool smile cool smirk cool grin cool hmm cool mad cool cheese vampire snake excaim question

Используйте нормальные имена

Вы можете войти под своим логином или зарегистрироваться на сайте.

Блог RGBlog

⇧ Наверх