თათარა და ჩურჩხელა ყველა ქართველისთვის (და არა მარტო მათთვის) საკმაოდ კარგად ნაცნობი და საყვარელი ნუგბარია. მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ.

ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ. 

საქართველოში ჩურჩხელებს კახური, ქართლური, იმერული, გურული და რაჭალეჩხუმური წესებით ამზადებენ.

კახური ჩურჩხელა - ძირითადად მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნის წვენის თათარითა და კაკლით;
ჩურჩხელის სიგრძე 25-35 სმ-ია, თათარით დაფარული ფენის სისქე კი - არანაკლებ 1,5-2 სმ. ახალამოვლებული ჩურჩხელა 15-17 დღე შრება და ყუთებში ნაჭრებში შეხვეული ინახება;

იმერული ჩურჩხელა - მას იმერეთში გოზინაყსაც ეძახიან, მზადდება კრახუნასა და ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის ფელამუშისა და ძირითადად თხილისაგან. მისი სიგრძე ოდნავ ჩამოუვარდება კახურს, სისქით კი გაცილებით თხელია, ღია ფერისა, ნაკლებშაქრიანია და ოდნავ მომჟავო გემო დაჰკრავს;

ქართლის ჩურჩხელა - ოდნავ ღია ფერისაა და ძალიან ჰგავს კახურს;
გურული ჩურჩხელა - მზადდება, როგორც იმერული, სიმინდის ფქვილით შეზავებული ფელამუშისგან, იმ განსხვავებით, რომ მასში ზოგჯერ ცოტაოდენ თაფლს ამატებენ. გურული ჩურჩხელები ყველაზე "მაღალი" ქართული ჩურჩხელებია, რომელთა სიგრძე ზოგჯერ ერთ მეტრსაც კი აღწევს;

რაჭალეჩხუმური ჩურჩხელა - მზადდება ალექსანდროულის, ცოლიკაურის, უსახელოურისა და ოჯალეშის ჯიშის ყურძნის წვენისგან, გარეგნობით ძალიან ჰგავს იმერულს.
ნებისმიერ კუთხეში მომზადებული ჩურჩხელა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება როგორც ფორმითა და შესახედაობით, ისე გემოთი, მაგრამ ყველა არომატული და გემრიელია. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ღირსებები, რომელთა წყალობითაც მათ გამორჩეული ადგილი უკავიათ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გაშლილ სუფრაზე.

შტრიხები ჩურჩხელისა და თათარის პორტრეტისთვის
ბევრმა არც კი იცის, რომ ჩურჩხელა და თათარა მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოცაა. ენერგიის წყარო - ორივე მათგანს საკმაოდ მაღალი კალორიულობა ახასიათებს და აქედან გამომდინარე, მაღალია მათი, როგორც საკვები პროდუქტების, ენერგეტიკული ღირებულებაც. მებრძოლები და მწყემსები მათთან სწორედ ამ თვისების გამო "მეგობრობენ", რადგან ერთი ცალი კახური ჩურჩხელით დაახლოებით იმდენივე კალორიის მიღება შეიძლება, რამდენისაც დაახლოებით 1,5 კგ ძროხის ხორცისგან.

ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ ადვილად ასათვისებელ და მოსანელებელ ნახშირწყლებს - გლუკოზასა და ფრუქტოზას. ამასთან, ცნობილია, რომ ასეთი სახით გლუკოზას მხოლოდ სამი პროდუქტი: თაფლი, თათარა და ჩურჩხელა შეიცავს, გლუკოზა კი, მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის ენერგიით მომმარაგებელი ერთ-ერთი პირველი წყაროა. ანტიდეპრესანტი - დიახ, დიახ, არ გაგიკვირდეთ! როგორც ერთ, ისე მეორე პროდუქტს მკვეთრად გამოხატული ანტიდეპრესიული თვისება აქვს. კარგად ნახარში ყურძნის წვენი, რომლისგანაც თათარა და ჩურჩხელა მზადდება, დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ენერგიულად გამოდევნიან ორგანიზმიდან მომწამვლელ ნივთიერებებსა და წიდებს. ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი - დიდხანს ნადუღ ბადაგს კარგად გამოხატული შარდმდენი თვისება აქვს - ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ჭარბ სითხეს. ორივე მათგანი დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანულ მჟავებს, მიკრო- და მაკროელემენტებს, კალიუმს, ფოსფორს, რკინასა და მაგნიუმს, ავსებს ორგანიზმს ამ ნივთიერებებით და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის იმ რგოლის ფუნქციათა გაუმჯობესებას, რომელთა მარეგულირებლებიც ეს ელემენტებია.

გულის კუნთის მკვებავი - კალიუმით მდიდარი თათარა და ჩურჩხელა გულის კუნთს შესანიშნავად კვებავს. სისხლის წარმოქმნის გააქტიურება - ბადაგი და კაკალი აწესრიგებს მჟავატუტოვან ბალანსს ორგანიზმში, ამიტომ დადებითად მოქმედებს სისხლის წარმომქმნელ ორგანოებზე (ძვლის ტვინსა და ელენთაზე) და ზოგადად სისხლწარმოქმნის პროცესებზე. ამიტომ ურჩევენ ექიმები ანემიურ პაციენტებს, მიირთვან ყურძნის წვენი, თათარა და ჩურჩხელა. გონებრივი აქტიურობა - განსაკუთრებულ თვისებებს სძენს ჩურჩხელას კაკალი, რომელიც მეცნიერებმა ტვინის საყვარელ საკვებად აღიარეს. ამიტომ გვირჩევდნენ ბებიები, გამოცდების წინ ჩანთაში ჩურჩხელა ყოველთვის უნდა გეგდოსო.

ყურძნის ძლიერნახარში წვენისგან მომზადებული თათარა უძილობის ბუნებრივი წამალიცაა.

მსგავსი სტატიები
6 მიზეზი, რატომ უნდა მივირთვათ ნაყინი?
6 მიზეზი, რატომ უნდა მივირთვათ ნაყინი?
6 მიზეზი, რატომ უნდა მივირთვათ ნაყინი? ნაყინი ...
შაქარივით დავდნები...
შაქარივით დავდნები...
შაქარივით დავდნები...... და შაქარივით დაგატკბობ – ...
წიწიბურა, როგორც მკურნალი
წიწიბურა, როგორც მკურნალი
ამ კულტურის მოყვანა პირველად ინდოეთში 4ათასი წლის ...
დატოვეთ კომენტარები!

grin LOL cheese smile wink smirk rolleyes confused surprised big surprise tongue laugh tongue rolleye tongue wink raspberry blank stare long face ohh grrr gulp oh oh downer red face sick shut eye hmmm mad angry zipper kiss shock cool smile cool smirk cool grin cool hmm cool mad cool cheese vampire snake excaim question

Используйте нормальные имена

Вы можете войти под своим логином или зарегистрироваться на сайте.

Блог RGBlog

⇧ Наверх