პერმანენტული ანუ კონტურული მაკიაჟი მარტივი გამოსავალია მათთვის, ვისაც სურს, მუდამ უბადლოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ ამისთვის ყოველ დილით ნახევარ საათს არ ატარებდეს სარკის წინ. ეს პროცედურა ტატუაჟის ნაირსახეობაა. მისი აქტიური გამოყენება კოსმეტოლოგებმა და ვიზაჟისტებმა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს. კონტურული მაკიაჟის პირველი წარმატებული ცდები ჩინეთში განხორციელდა – ტატუს სპეციალისტებმა მუქი წითელი საღებავით ტუჩის კონტური გამოკვეთეს, მაგრამ ეს პროცედურა იმდენად მტკივნეული იყო, რომ ტატუირებული მაკიაჟის მსურველი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა ვინმე (ტუჩი და თვალი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ მათი მოსვირინგება გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებისა). მოგვიანებით კონტურული მაკიაჟი გეიშების ტრადიციულ სამკაულად იქცა – სილამაზე მათთვის ფიზიკურ კომფორტზე მნიშვნელოვანი გახლდათ და ამიტომ არათუ მტკივნეულ ტატუს, არამედ ბევრ სხვა სატანჯველსაც უძლებდნენ.

პირველი, ვისაც აზრად მოუვიდა ტატუაჟის ნაკლებად მტკივნეული მეთოდის შექმნა და ის პრაქტიკაშიც შედარებით დახვეწილი და ჰუმანური მეთოდებით განახორციელა, გახლდათ ფრანგი პოლ დე ჟენარი. მას პარიზის გარეუბანში პატარა სალონი ჰქონდა, სადაც მსურველებს ტატუირებას უკეთებდა. პოლმა თავად შექმნა მოკლენემსიანი აპარატი, რომელიც იდეალურად მიესადაგა კონტურულ მაკიაჟს. იგი არცთუ ისე ღრმად აღწევდა კანქვეშ, მაგრამ ეს საკმარისი გახლდათ იმისთვის, რომ ბუნებრივი პიგმენტი დერმულ შრეში რამდენიმე წლით დარჩენილიყო.

საღებავად ბუნებრივი პიგმენტი გამოიყენება, უმეტესად – მცენარეული წარმოშობის ნივთიერება, რომელიც თანდათან გაიწოვება და 3-4 წელიწადში უკვალოდ ქრება.
ამ ღირსებათა გამო პერმანენტულ მაკიაჟზე მოთხოვნა თანდათან გაიზარდა. მეთოდებიც დაიხვეწა და დღეს პროცედურა გაცილებით უმტკივნეულოა, ხოლო შედეგი – ბევრად უფრო წარმატებული. პერმანენტული მაკიაჟი სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოშიც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კანქვეშ პიგმენტის შეყვანას ზოგჯერ არასასიამოვნო ეფექტიც მოსდევს.

მაშ ასე, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს პერმანენტულ მაკიაჟს?
ამის თაობაზე კონსულტაცია გია გვარამიას კლინიკის ექიმმა, ქალბატონმა ნინო ფიფიამ გაგვიწია.
როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, კანქვეშ სხვადასხვა ფერის ბუნებრივი პიგმენტის შეყვანის გზით არა მხოლოდ მაკიაჟის ეფექტი მიიღწევა, არამედ საშუალება გვეძლევა, სახის ნაკლოვანებები დავმალოთ და ნაკვთების ვიზუალური კორექტირებაც მოვახდინოთ.
ინტრადერმული პიგმენტაციის პროცედურა ეფექტურია როგორც ტუჩის ფორმის კორექციისთვის, ასევე ფერის შესაცვლელადაც. სტატისტიკურად ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა სწორედ ტუჩის კონტურისა და ფერის შეცვლა გახლავთ. ამგვარი მაკიაჟი ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, რადგან ტუჩის გარშემო ბევრი ნერვული დაბოლოებაა და ჩხვლეტა განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა.
პერმანენტული მაკიაჟი გულისხმობს ასევე წარბების კორექციას. წლების მატებასთან ერთად წარბები ფორმას იცვლის და მეჩხერდება – პერმანენტული მაკიაჟი კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს მოქნილი და შევსებული წარბები. ეს პროცედურა განსაკუთრებით აქტუალურია, როცა ავარიის ან სხვა ტრავმის შედეგად “გატეხილი” წარბის შევსება სურთ.

თვალები უფრო მეტყველი და მიმზიდველი რომ იყოს, ხშირად ვიყენებთ კონტურს. ლაინერი, თხევადი ჩრდილი თუ თვალის ფანქარი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ თვალები რაც შეიძლება მიმზიდველად წარმოვაჩინოთ. წამწამებს შორის პიგმენტის იმპლანტაცია ხშირი წამწამების ეფექტს იძლევა, ეს კი თვალის ფორმას უსვამს ხაზს და ხშირ შემთხვევაში კორექციასაც უკეთებს.
პერმანენტული მაკიაჟით თვალის კონტურის მოხატვა აქტუალურია მათთვის, ვინც ალერგიულია კოსმეტიკური საშუალებების მიმართ ან იყენებს კონტაქტურ ლინზებს (არაალერგიულ მასალაზე დამზადებული კოსმეტიკა გაცილებით ძვირად ღირებულია, ვიდრე ქიმიურ ელემენტებზე დამზადებული, ამიტომ ქალებს, რომლებიც იაფფასიან კოსმეტიკას ხმარობენ, ხშირად აქვთ ალერგიული რეაქცია – უშუპდებათ ქუთუთოები და უწითლდებათ თვალები. დამახასიათებელია ქავილი და ცრემლდენაც). ასე რომ, პერმანენტული მაკიაჟის წყალობით ის თანხაც დაგეზოგებათ, რომელსაც ძვირად ღირებული კოსმეტიკის შესაძენად ხარჯავთ.

თვალისა და წარბის ინტრადერმული პიგმენტაციის შემთხვევაში ანესთეზიოლოგიური ხსნარი მხოლოდ ზედაპირულად ისმება, ასე რომ, სახის ამ უბანში მგრძნობელობა ნარჩუნდება და პროცედურა ოდნავ მტკივნეულია, თუმცა სილამაზისთვის ამის ატანა ღირს.
პროცედურა 40 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება.

ყოველივე ამასთან ერთად პერმანენტული მაკიაჟის ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ:
. პიგმენტის შეყვანის დროს კანის ტრავმირება მინიმალურია (სიღრმე, რომელშიც პიგმენტი აღწევს, 0,5-დან 1 მმ-მდეა).
. ინტრადერმული პიგმენტაციით შესაძლებელია ნაწიბურების კორექციაც. ხდება კანის ფერით ნაწიბურის შევსება, მით უმეტეს, რომ შესაძლებელია პიგმენტების შერევა, ამიტომ ფერთა არჩევანი შეუზღუდავია.
. პერმანენტული მაკიაჟი აქტუალურია იმით, რომ ზოგავთ დროს და მუდამ მომხიბლავად გამოიყურებით.

რა საფრთხე არსებობს?
. ინფექცია – მიაქციეთ ყურადღება, რომ პიგმენტის შეყვანა მოხდეს სპეციალური ერთჯერადი ნემსით. ამ შემთხვევაში ინფექცი გამორიცხულია.

. შეშუპება – პერმანენტული მაკიაჟის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს შეშუპება, თუმცა ეს დროებითია, სამ დღეში კანი მშვიდდება.

. ალერგია – მიუხედავად იმისა, რომ პერმანენტული მაკიაჟისთვის ბუნებრივი ჰიპოალერგიული, მცენარეული პიგმენტი გამოიყენება,

ალერგიული რეაქციის ალბათობა მაინც არსებობს. ეს ყოველივე გასათვალისწინებელია იმის გამოც, რომ პერმანენტული მაკიაჟის პროცედურის დაწყებამდე ტესტი ალერგიულობაზე, წესისამებრ, არ ტარდება. FDA ჯერჯერობით არც ერთ საღებავს არ უწევს რეკომენდაციას და ამჟამად იკვლევს, რატომ აქვს ზოგიერთ ქალს პერმანენტული მაკიაჟის დროს ალერგიული რეაქცია. აშშ-ის ფედერალური კანონით აკრძალულია პერმანენტული მაკიაჟის კეთება დაუდგენელი ნივთიერებებით. სალონს ამ პროცედურის ჩასატარებლად ლიცენზია მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა, რაც წარმოადგენს მის მიერ გამოყენებული პიგმენტის უვნებლობის დამადასტურებელ საბუთს.
როგორც ჩვენმა კონსულტანტმა აღნიშნა, მიუხედავად რისკისა და მოსალოდნელი არასასიამოვნო შედეგისა, პაციენტების 90% განმეორებით პროცედურას პიგმენტის სრულ გაქრობამდე იტარებს.

გაითვალისწინეთ:
პერმანენტული მაკიაჟი 3-4 წელს ძლებს, ასე რომ, თუ შედეგით უკმაყოფილო დარჩით, მისი წაშლის იმედი ნუ გექნებათ. ამიტომ პროცედურის დაწყებამდე სპეციალისტმა წინასწარ უნდა გაგიკეთოთ მაკიაჟი (ანუ ჩაატაროს ერთგვარი მოდელირება) და გაჩვენოთ, როგორი იქნება საბოლოო შედეგი.

მსგავსი სტატიები
სისხლის გადასხმა
სისხლის გადასხმა
ძლიერი სისხლდენის დროს ადამიანს შესაძლოა სისხლის ...
როგორ მოვიქცეთ საკვებით მოწამვლისას?
როგორ მოვიქცეთ საკვებით მოწამვლისას?
ყველაზე მეტად გავრცელებულია საკვებით - ძველი ...
თავის ტკივილი და მკურნალობა
თავის ტკივილი და მკურნალობა
თავის ტკივილი სერიოზული სიმპტომია, ამიტომ ...
დატოვეთ კომენტარები!

grin LOL cheese smile wink smirk rolleyes confused surprised big surprise tongue laugh tongue rolleye tongue wink raspberry blank stare long face ohh grrr gulp oh oh downer red face sick shut eye hmmm mad angry zipper kiss shock cool smile cool smirk cool grin cool hmm cool mad cool cheese vampire snake excaim question

Используйте нормальные имена

Вы можете войти под своим логином или зарегистрироваться на сайте.

Блог RGBlog

⇧ Наверх