ბოტოქსი, იგივე „ძეხვის შხამი“

3 июля 2012 г. med Просмотров: 447 RSS Обсудить
სიახლეები

პირველი პლასტიკური ოპერაცია ინდოეთში ვინმე სუშრუტმა გააკეთა. ეს იყო დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV საუკუნეში. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით პლასტიკურ ქირურგიას ძველ ეგვიპტეშიც მიმართავდნენ. ანტიკური ხანის ექიმები ამგვარ ოპერაციებს სერიოზული დაზიანებების ან ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში აკეთებდნენ.


ბოტულინუმის გამოყენება კი მე–18 საუკუნეში დაიწყეს, მას შემდეგ რაც გერმანიაში  უვარგისი ძეხვით ხალხის მასიური მოწამვლა და სიკვდილი მოჰყვა. შხამს სახელწოდება „ბოტულიზმი“ ანუ „ძეხვის შხამი“ უწოდეს. ლათინურად botulus „შავ (სისხლიანი) ძეხვს“ ნიშნავს.


მოგვიანებით, გერმანელმა მეცნიერმა იუსტინუს კერნერმა აღმოაჩინა, რომ გაფუჭებულ ძეხვში წარმოიქმნება ისეთი ნივთიერება, რომელიც კუნთების დამბლას, სუნთქვის უკმარისობას, ბოლოს კი სიკვდილს იწვევს.

დაავადება სახელწოდებით „ბოტულიზმი“ მსოფლიოში ცნობილი მე–20 საუკუნეში  მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკაში ფაბრიკული კონსერვებით უამრავი ადამიანი მოიწამლა. დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, მოწამლულთა 70 პროცენტი გარდაიცვალა.

ექიმები ბოტულინუმის ტოქსინით დაინტერესდნენ, 70–იან წლებში, მისი საშუალებით გარკვეულ ნევროლოგიურ დაავადებებს მკურნალობდნენ – სპაზმს ხსნის. სახის სპაზმის მკურნალობის დროს, პაციენტებზე დაკვირვებისას, აღმოაჩინეს, რომ მათი კანი ხდებოდა გლუვი. აქ იწყება ბოტოქსის ისტორია.

პლასტიკური ქირურგის პაციენტების უმეტესობა გარეგნულის პარალელურად, შინაგან ცვლილებასაც ელოდება – იზრდება თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის კოეფიციენტი. ხოლო როდესაც მოლოდინი არ მართლდება, კვლავ და კვლავ მიმართავენ ქირურგიულ ჩარევებს. ესაა ერთგვარი ნარკოტიკი, რომელზე უარის თქმაც დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

პლასტიკური ქირურგის ხშირი მომხმარებელები საბოლოოდ საშინელებათა ფილმების ცვილის ფიგურებს უფრო ემსგავსებიან. სიანტერესო კი ისაა, რომ ყველას ერთნაირი სახე აქვთ!

კვლევებმა დაადასტურეს, რომ ბოტოქსი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოტოქსი, რომელიც შუბლში შეჰყავთ გადადის ტვინშიც, რაც მომხმარებლის შენელებულ რეაქციებს იწვევს.

მსგავსი სტატიები
სიბერის საწინააღმდეგო საკვები
სიბერის საწინააღმდეგო საკვები
სიბერეს ვერავინ გაექცევა, მაგრამ ექსპერტებს ...
მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნები
მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და ...
მაგნიტური ქარიშხალი და ადამიანის ორგანიზმი
მაგნიტური ქარიშხალი და ადამიანის ორგანიზმი
მაგნიტური ქარიშხლები სტრესს იწვევს. თუ ასეთი ...
დატოვეთ კომენტარები!

grin LOL cheese smile wink smirk rolleyes confused surprised big surprise tongue laugh tongue rolleye tongue wink raspberry blank stare long face ohh grrr gulp oh oh downer red face sick shut eye hmmm mad angry zipper kiss shock cool smile cool smirk cool grin cool hmm cool mad cool cheese vampire snake excaim question

Используйте нормальные имена

Вы можете войти под своим логином или зарегистрироваться на сайте.

Блог RGBlog

⇧ Наверх