სამკურნალო მცენარეები

Подписаться на эту рубрику по RSS

გულყვითელა ფართოდ გავრცელებული, 40-60 სანტიმეტრამდე სიმაღლის ერთწლიანი დეკორატიული მცენარეა. აქვს წვრილი ყვითელი ან მოწითალო-ნარინჯისფერი ყვავილები. ყვავის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. სამკურნალოდ გამოიყენება მისი როგორც ყვავილედი, ასევე ბალახი, გარდა ღეროს ქვედა ნაწილისა. გულყვითელას ყვავილედი ყვავილობის პერიოდში უნდა დაიკრიფოს და დაკრეფიდან არა უმეტეს 3-4 საათის შემდეგ მოთავსდეს ჩრდილში გამოსაშრობად (გასახმობად). წინააღმდეგ შემთხვევაში ნედლეული ჩახურდება და გაფუჭდება. გამომშრალი (გამხმარი) გულყვითელა ორი წელი ინახება.

ვრცლად...

 მას ორი სამშობლო აქვს – რომი და საბერძნეთი, სადაც იგი საქორწინო ლხინის სიმბოლოდ აღიარეს. მიუხედავად ასეთი პატივისა, მსოფლიომ ის მაინც ჩინური სახელით გაიცნო. ჩინელები მას “ლი-მუნგს” უწოდებენ, რაც ნიშნავს: “სასარგებლოა დედისთვის”.

  დედებისთვის (ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის) სასარგებლო მცენარე ლიმონია, რომელიც მართლაც რომ სავსეა ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით, რომლებიც სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.
ვრცლად...

ჰომეოპათიას ხშირად მომავლის მედიცინას უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ გამოყენებული მეთოდები შორეულ წარსულში იღებს სათავეს. თანამედროვე მსოფლიოში, მეცნიერების ამ ახალი მიმართულების ნამდვილი ბუმია. 

დღესდღეობით, პრინციპი “არ ავნო” ექიმებისათვის სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. გართულებული ეკოლოგიური მდგომარეობა, არასწორი კვება, სტრესი, ანტიბიოტიკების ფართო გამოყენება და სხვა მრავალი ფაქტორი ადამიანთა ჯანმრთელობაზე აისახება. 
ვრცლად...

ხახვში უხვადაა ფიტონციდები, რაც მას ანიჭებს ბაქტერიოციდულ თვისებას და გვიცავს სეზონური მიკრობების შემოტევისაგან. რკინით მდიდარი ხახვი ანემიის საიმედო პროფილაქტორია. მასში არის ბევრი კალიუმი, ასკორბინის მჟავა, აგრეთვე სხვა ვიტამინები და მინერალები. ხახვში აღმოაჩინეს უნიკალური ნივთიერება კვერცეტინი –ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის სიმსივნის უჯრედებს. ასევე, მწარე ხახვში 14%- ით მეტი შაქარია, ვიდრე ტკბილ ვაშლსა და მსხალში.

ალოე სამკურნალო,  მრავალწლიანი, შედარებით დაბალი ტანის მცენარეა,მას “სიცოცხლის გამახავგძლივებელ ელექსირს” უწოდებენ.ალოეს სამშობლო სამხრეთ აფრიკაა, სადაც მისი  სიმაღლე  4 მ-ის  აღწევს.  საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა და სამკურნალო საშვალება. მას აქვს ხორციანი ფოთლები, რომელთა სიგრძე 60 სმ-მდეა. როგორც წესი, ფოთლები ზემოთ ქმნიან როზეტს. ფორმით წაგრძელებულ-მახვილისებრია, ეკლისმაგვარი კიდეებით. საყვავილე ისარი მაღალია, რომელიც მთავრდება წითელი ან ყვითელი ლამაზი ფერის გრძელი მტევანა ყვავილედით.
ვრცლად...

ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეების რეიტინგი რომ შეედგინათ, მსოფლიოს ცნობილ ფიტოთერაპევტებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს. სწორედ ამ გამოკითხვაში გამარჯვებულ პოპ-შვიდეულს წარმოგიდგენთ.
ვრცლად...

სტაფილო ძალიან უხდება ნივთიერებათა ცვლას, მის ახალგამოწურულ წვენს კი გაცილებით სწრაფი ეფექტი აქვს. სტაფილოს წვენი ძალზე სასარგებლოა ბავშვებისთვის, ორსულებისა და მათთვის, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. წვენი ჩვილი ბავშვებისთვის პროვიტამინების შესანიშნავი წყაროა. გარდა ამისა, კარგია ნაწლავთა აშლილობისა და ჭიების (ჰელმინთების) დროს. სტაფილოს წვენი, გარდა კაროტინისა და A ვიტამინისა, მდიდარია მიკროელემენტებით - რკინით, ფოსფორითა და კალციუმით.

ვრცლად...

Блог RGBlog

⇧ Наверх