დაავადებები

Подписаться на эту рубрику по RSS

სიცხე მაქვს? – ამ სიტყვებით მივუშვერდით ხოლმე დედას შუბლს, მომეტებულ ალერსსაც ვიღებდით და ლოგინისკენაც მორჩილად მივდიოდით. ეს უტყუარი მიზეზი გაკვეთილების მშვიდად გაცდენის ნებას გვაძლევდა და ვინ იცის, რამდენ მეთოდს ვიგონებდით – თერმომეტრის უკუღმა დაფერთხვით დაწყებული, ცენტრალური გათბობის რადიატორის გამოყენებით დამთავრებული.
სიცხის ზომვის აკვიატებას მხოლოდ მშობლებს ვერ დავაბრალებთ. შესაძლოა, ინფექციონისტმა – სიცხის ყოველ 2 საათში გაზომვა, გინეკოლოგმა კი ბაზალური ტემპერატურის დაფიქსირება მოგთხოვოთ. ასეა თუ ისე, სიცხის ფენომენი ნამდვილად იმსახურებს, მასში უკეთ გავერკვეთ.
ვრცლად...

გულის ნევროზი, გულ-სისხლძარღვთა ნევროზი, ანუ კარდიული ტიპის ნეირო-ცირკულარული დისტონია, ზოგადი ხასიათის ნევროზის (ფსიქასთენია, ნევრასთანია, ისტერია) ისეთ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც მკვეთრად არის გამოხატული ავადმყოფური შეგრძნებები, გულის მხრივ. 

დაავადების გამოვლინება ხშირად დაკავშირებულია ფსიქიკურ ტრავმასთან, განცდებთან, ზოგჯერ იმასთან, რომ ადამიანი დაესწრო სხვა ავადმყოფის გულის შეტევას, ან სიკვდილს. მნიშვნელობა აქვს სისტემატურ ფსიქო-ნერვულ გადატვირთვებს, კონფლიქტურ სიტუაციებს სამუშაოსა და ოჯახში, გონებრივ შრომით გადაძაბვას, ღამით მუშაობას, გამოუძინებლობას, სიგარეტის წევას, ლოთობას. 
ვრცლად...

ახალი კვლევის თანახმად, თუ დღის მანძილზე 10 საათზე მეტს მუშაობთ, დაახლოებით 60 პროცენტით იზრდება იმის ალბათობა, რომ გულის დაავადებები გაგინვითარდეთ.

არ არის ნათელი, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ სამსახურში დროის დიდი ნაწილის გატარება ნიშნავს, რომ ნაკლები დრო გრჩებათ საკუთარი თავის მოვლისთვის. სტრესმაც, შესაძლოა, იქონიოს გავლენა, თუმცა, არა იმდენი, რამდენიც წარმოგიდგენიათ. ხანგრძლივმა სამუშაომ, სტრესის და დაძაბული რეჟიმის გარეშეც, შესაძლოა, იქონიოს გავლენა თქვენს ჯანმთელობაზე.
ვრცლად...

უმეტეს შემთხვევაში, არტერეიული ჰიპერტონიის კონკრეტული მიზეზების დადგენა ძნელია. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თანამშობს მემკვიდრეობითობა. ზოგჯერ დაავადებას მკვეთრი მიზეზი აქვს – საუბარია მეორეულ ჰიპერტონიაზე, რომელიც ჩნდება თირკმლის სისხლძარღვების დაზიანების, ენდოკრინული დარღვევების, მსხვილი სისხლძარღვების (აორტის) დაავადებების დროს. 

აი, ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას: ჭარბი წონა, მარილის ჭარბი მოხმარება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, ნერვული სტრესი, მოწევა.
ვრცლად...

ჰიპერტონიული დაავადებით ყოველი მეხუთე ადამიანი იტანჯება, ხოლო 50 წლის შემდეგ – ყოველი მეორე. ამ ქრონიკული დაავადებისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ საკუთარი წნევის გაკონტროლება საჭირო და აუცილებელია. ეს ერთადერთი შანსია ჰიპერტონიასთან დაკავშირებული სასიკვდილო და საშიში დაავადებებისგან თავის დასაცავად.

არასწორი ან არასაკმარისი მკურნალობისას ამ დაავადებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ინფარქტი, ინსულტი, აორტის ანევრიზმა, თირკმლების უკმარისობა, სიბრმავე. ამავდროულად მაღალი წნევა ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის.
ვრცლად...

თმის სწორად მოვლისათვის საჭიროა მის შესახებ გარკვეული ცოდნა. თმის სამი სახეობა არსებობს – ღინღლისებრი, ჯაგრისებრი და გრძელი. თმის ფორმა სამი სახით წარმოგვიდგება:


1. გლუვი და სწორი
2. ტალღოვანი და
3. ხუჭუჭა.

ვრცლად...

რადიკულიტის დროს აუტანელი ტკივილის დაძლევაში პირშუშხა დაგეხმარებათ.რადიკულიტისა და ოსტეოქონდროზის დროს ძალიან ეფექტურია პირშუშხასა და ვაშლის ნარევი:

თანაბარი რაოდენობის ვაშლი და პირშუშხა სახეხზე გახეხეთ და მიღებული ფაფა მტკივან ადგილზე დაიდეთ. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს რეცეპტი ეფექტურად მოქმედებს ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ნევრალგიის, ართრიტებისა და თავის ტკივილის დროს.
ვრცლად...

Блог RGBlog

⇧ Наверх