გაგვახარეთ, ეწვიეთ რა ჩვენს საიტს!

მეტალოთერაპიას ანუ ლითონით მკურნალობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ არისტოტელე და გალენუსი იყენებდნენ ლითონთა სასარგებლო თვისებებს და ორგანიზმზე ზემოქმედების უნარს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

სპილენძს, რკინას, ვერცხლსა და ოქროს ისინი იყენებდნენ როგორც გარეგანი ფორმით, სააპლიკაციოდ, ასევე შინაგანად - ფხვნილის სახით. უძველესი ეპოქის ექიმები მოტეხილობათა სამკურნალოდ და ძვლების სწრაფად შესახორცებლად პაციენტებს წითელი სპილენძის ფხვნილის მიღებას ურჩევდნენ.

ვრცლად...

წინათ ოფლის სუნის გასაქრობად სპეციალურ ფხვნილებს ხმარობდნენ, მაგალითად, ბორისა და უროტროპინის შემცველს. 

ფართოდ გამოიყენებოდა საერთო და ფეხის აბაზანები გვირილის ნახარშით. დღეს ბაზარზე გაძლიერებული ოფლიანობის დასათრგუნავ საშუალებათა ფართო არჩევანია. ოფლდენის საწინააღმდეგო მთავარ იარაღს დეზოდორ-ანტიპერსპირანტები წარმოადგენს. მათ შემადგენლობაში შედის ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავს ოფლდენას (ალუმინის, ტყვიის, თუთიის, რკინის მარილები, ფორმალდეჰიდი, ეთანოლი - ანუ სპირტი).

 

ბევრი ანტიპერსპირანტი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას თრგუნავს. შედეგად უსიამოვნო სუნიც ქრება. მოხერხებული გამოსაყენებელი რომ იყოს, დეზოდორანტები გამოდის სხვადასხვა ფორმით: ბურთულები, ფანქრები, აეროზოლები და კრემები.

ვრცლად...

ქართველებს არც ადამიანური სითბო გვაკლია და არც გათბობის სხვა ალტერნატიული საშუალებები, მაგრამ ხანდახან, ისევე როგორც დედამიწაზე მცხოვრებთა უმრავლესობას, ჩვენც გვცივა. თუ გარეთ ცივა და ამის გამო დისკომფორტს ვგრძნობთ, ლოგიკური და გასაგებია: სიცივის დროს არტერიები ვიწროვდება, რაც კიდურებში სისხლის მიდენას აფერხებს და ტემპერატურის ვარდნას იწვევს.

ეს ფიზიოლოგიური პროცესი კიდევ უფრო ჩქარდება, როდესაც ადამიანი სიცივეში უძრავად ზის (თუნდაც წევს), გადაღლილია ან სტრესს განიცდის. უკანასკნელ შემთხვევაში სისხლი სხეულის წარზიდული ნაწილებიდან აქტიურად მიედინება ტვინისკენ და დაბალი ტემპერატურის გამო ისედაც შევიწროებული სისხლძარღვები სისხლით უფრო მეტად ღარიბდება.
ვრცლად...

 მას ორი სამშობლო აქვს – რომი და საბერძნეთი, სადაც იგი საქორწინო ლხინის სიმბოლოდ აღიარეს. მიუხედავად ასეთი პატივისა, მსოფლიომ ის მაინც ჩინური სახელით გაიცნო. ჩინელები მას “ლი-მუნგს” უწოდებენ, რაც ნიშნავს: “სასარგებლოა დედისთვის”.

  დედებისთვის (ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის) სასარგებლო მცენარე ლიმონია, რომელიც მართლაც რომ სავსეა ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით, რომლებიც სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.
ვრცლად...

“რაც უფრო ძვირფასია კოსმეტიკური საშუალება, მით უკეთესია ეფექტი!” – ამ დევიზით ხელმძღვანელობს მრავალი ქალბატონი, მაგრამ იმედგაცრუებული მათ შორისაც ბევრი ყოფილა. ხავერდივით პირისკანსა და ჩრდილების თვალისმომჭრელ ეფექტს ვინღა დაეძებს, ოღონდაც უცნაური გამონაყარი და ქუთუთოების შეშუპება მალე ჩაცხრეს...


სამწუხაროდ, ასეა: არ არის გამორიცხული, ალერგიული რეაქცია ძვირად ღირებულმა, ხარისხიანმა კოსმეტიკურმა პროდუქციამაც გამოიწვიოს.
კოსმეტიკურ ნაწარმს მიმზიდველი სუნი და ფერი რომ ჰქონდეს და დიდხანსაც გაძლოს, აუცილებელია მასში სინთეზური საღებავების, არომატიზატორების, ემულგატორებისა და კონსერვანტების დამატება. სწორედ ისინი იწვევენ მოულოდნელ ალერგიულ რეაქციებს: გამონაყარს, ქავილს, შეშუპებას...
ვრცლად...

ვაჟა ზაზაევიჩისა არ იყოს, ნარკომანიც გაგვიგონია, მელომანიც და შამანიც, მაგრამ ეს გაჯეტომანი რაღა უბედურებაა?! და მაინც, თუმცაღა სახელი დღეს ჩემსავით პირველად გაიგონეთ, ნახევარი მსოფლიო (შესაძლოა, თავად თქვენც) უკვე ამ სენით არის ავად. ზუსტად ვერც იმას გეტყვით, რამდენად შეუშლის ეკონომიკური განვითარების დონე თუ ფინანსური კრიზისი ხელს ჩვენში ეპიდემიის გავრცელებას. ასეა თუ ისე, პირველ ნიშნებს უკვე ვხვდებით.

ვიდრე ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ახალ სახეობაზე გავაგრძელებდეთ საუბარს, ბუნებრივია, ჯერ ჩვენი ყურისთვის ესოდენ უცხო “გაჯეტს” უნდა გავუგოთ რამე. სიტყვის ისტორია ერთობ ჩახლართული და ბურუსით მოცულია. იქნებ იმიტომ, რომ ნისლიან ალბიონშია გაჩენილი.

ვრცლად...

თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებებიდან ეპილეფსია ერთერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა. ეპილეფსიით დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის 1% (50 მილიონი ადამიანი). საქართველოში ეპილეფსიის გავრცელების მაჩვენებელია 5-6 დაავადებული ყოველ 1000 მოსახლეზე (დაახლოებით 40 000). ავადობა ყველაზე ხშირია ადრეული ბავშვობისა (3 წლამდე) და სასკოლო ასაკის (7-16 წწ) ბავშვებში.

ამასთან, მკურნალობას ყველაზე ეფექტურად ემორჩილება სწორედ სასკოლო ასაკში დაწყებული სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიური შეტევები და ასეთი

ბავშვების 90-95%-ი შემდგომშიც ინარჩუნებს ფსიქო-სოციალურ სრულფასოვნებას.

 ვრცლად...

Блог RGBlog

⇧ Наверх